9 ფაქტი მშობლობის შესახებ, რომელზეც არავინ საუბრობს

9 ფაქტი მშობლობის შესახებ, რომელზეც არავინ საუბრობს

სტატუსი მშობელი, რამდენადაც სასიამოვნოა იმდენადვე რთული შეიძლება იყოს. ყველა ოჯახის გამოცდილება განსხვავებული და ინდივიდუალურია, თუმცა კვლევებმა გვიჩვენა 9 ფაქტი, რომელთანაც საკუთარ თავს ყველა მშობელი დააკავშირებს, მაგრამ საჯაროდ ცოტა თუ საუბრობს.

ერთხელ მაინც დააყენებ ეჭვქვეშ შენს აღზრდის უნარებს

  1. აღზრდა იმაზე რთულია, ვიდრე შენ ელოდი.

სინამდვილეში, მშობლების უმეტესობა თვლის, რომ ახალშობილობა არის აღზრდის ყველაზე რთული პერიოდი. მაგრამ, დაელოდეთ დროს,  სანამ თქვენი მოზარდი დაიწყებს ველოსიპედის ან თუნდაც მანქანის ტარებას ან პაემანზე სიარულს. თქვენ ინატრებთ იმ დღეებს, როდესაც თქვენი ყველაზე დიდი საზრუნავი ის იყო – დაიძინა თუ არა შვილმა.

  1. შენში საკუთარ მშობელს ამოიცნობ.

შეიძლება თავიდან ვერ გააცნობიეროთ, რადგან ეს ნელი პროგრესია. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა იტყვი ისეთ რამეს, როგორსაც მშობლებიც გეუბნებოდნენ – ეს შოკში ჩაგაგდებს, რადგან შენც საქციელში დედას ან მამას ამოიცნობ. 

  1. შენ გახდები ბავშვის თარჯიმანი.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თქვენ იქნებით ერთადერთი, ვისაც თქვენი შვილის გაგება შეუძლია. მეტიც, მისი გაურკვეველი საუბრისას, ამოცნობა, თუ რას ამბობენ ისინი. ასე რომ, თქვენ, ძირითადად, მათთვის თარჯიმნის ამპლუასაც შეითავსებთ და ხშირად იტყვით ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: “შია”, “რძეს ითხოვს” ან “ბოდიში, წვერიანი ადამიანების ეშინიათ”.

შენი ცხოვრება მთლიანად იცვლება

  1. საბოლოოდ, შენი Youtube რეკომენდაციები გაივსება საბავშვო თემატიკის ვიდეოებით

თქვენ ამას მაშინ გააცნობიერებთ, როცა პარასკევ საღამოს განტვირთვას გადაწყვეტთ, მუსიკის მოსაძებნად ეწვევით Youtube-ს მაგრამ, თქვენი რეკომენდაციების ჩამონათვალში, საყვარელი  მუსიკოსების მაგივრად ნახავთ: ჟირაფ ჟოზეს, პრინცესა ანასა და ელზას, სპანჯბობს და ა.შ.

  1. მიხვდები, რომ დღეში საკმარისი საათი არ არის.

არ აქვს მნიშვნელობა, გყავთ პატარები თუ მოზარდები, პასუხისმგებლობები, მგზავრობა, თამაში – ეს ყველაფერი უსასრულო სამუშაო სიას უდრის, რომელშიც ყველაფრის შესასრულებლად დრო არასდროს გყოფნის

შენ იცვლები და სრულიად განსხვავებული ადამიანი ხდები

  1. შენი უნარებით შეგიძლია ფარულ აგენტს ან ნინძასაც კი აჯობო.

იქნება ეს ბავშვის ოთახიდან ღამით შეუმჩნევლად გაპარვა, სკოლამდელი ასაკის ბავშვის ოთახში შეპარვა წიგნის ასაღებად, თუ ადგომა მძინარე ბავშვის გაღვიძების გარეშე, თქვენ ისწავლით ისე შეუმჩნევლად და ჰაეროვნად მოძრაობას, რომ თამამად გაუთანაბრდებით ფარული აგენტების უნარებს. 

  1. შენ შეგიყვარდება საბავშვო შოუები და ფილმები.

იქნება ეს დისნეის ანიმაციების ნახვა თუ უახლესი სათამაშოების ისტორიის ყურება, თქვენ ნამდვილად მოუთმენლად ელით მათ სანახავად მოკალათებას. Არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ნამდვილად კარგი გასართობია, არამედ ეს შესანიშნავი საშუალებაა ბავშვებთან ჩახუტებისა და  ერთად განტვირთვისათვის.

  1. შენი საყვარელი სამოსი გაფუჭდება.

ეს შეიძლება იყოს ბავშვის ტკბილეულიანი თითების ან თუნდაც მოზარდის მიერ ტანსაცმლის გარეცხვის პირველი მცდელობის დამსახურება. შეიძლება თავიდან ცოტა შეწუხდეთ, მაგრამ ბავშვის ყურებამდე გაღიმებული სახე ან მჭიდრო ჩახუტება მოგაშორებთ ამ დარდს.

  1. შენ მიირთმევ იმაზე მეტ „ბავშვის საჭმელს“, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა.

ზოგჯერ უბრალოდ არ არის საკმარისი დრო იმისათვის, ცალ-ცალკე მოამზადოთ საკვები თქვენთვის და ბავშვებისთვის. ასე რომ, თქვენ ჭამთ იმას, რასაც ბავშვებისთვის ამზადებთ და მიირთმევთ ისე, თითქოს ძალიან გემრიელია და ზუსტად ისაა, რაც გინდოდათ.

X