fbpx

ბავშვები და დამოუკიდებლობის სურვილი – როგორ მოიქცეს მშობელი?

ბავშვები და დამოუკიდებლობის სურვილი - როგორ მოიქცეს მშობელი?

რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო მეტად უჩნდებათ თავისუფლების სურვილი. თავდაპირველად, ეს შეიძლება იყოს მცირედი დამოუკიდებლობა, როგორიცაა დამოუკიდებლად ჩაცმა, მაგრამ ცვლილებას მალე შეამჩნევთ.

შვილის სახლში მარტო დარჩენა, ღუმელის დამოუკიდებლად გამოყენება ან საკუთარი მობილური ტელეფონის ქონა ეს ყველაფერი მშობლების მიერ გადადგმული ნაბიჯებია, რაც ზრდის ბავშვის თავისუფლებას. სავსებით გასაგებია, თუ თავს საშინლად გრძნობთ ბავშვისთვის გარკვეული დამოუკიდებლობის მინიჭებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის უსაფრთხოებას.

თუმცა, მათ სჭირდებათ დამოუკიდებლობა პატარა ასაკიდანვე, ისევე, როგორც მშობლების მხარდაჭერა მთელი ცხოვრების ყველა ეტაპის განმავლობაში.

ბავშვებს სჭირდებათ დამოუკიდებლობა პატარა ასაკიდანვე, ისევე, როგორც მშობლების მხარდაჭერა მთელი ცხოვრების ყველა ეტაპის განმავლობაში.

ხომ შეგიმჩნევიათ, რომ ყველა ჩვილსა და მცირეწლოვან ბავშვს მიდრეკილება აქვს აკეთოს რამე დამოუკიდებლად? ეს ტენდენცია დამოუკიდებლობის დასაწყისია და თქვენ, როგორც მშობელმა, ნამდვილად მნიშვნელოვანია წაახალისოთ ის. რატომ?

  1. ეს ხელს უწყობს თავდაჯერებულობას და მაღალ თვითშეფასებას , ასევე მოტივირებულობასა და შეუპოვრობას სკოლაში.
  2. ეს ხელს უწყობს თვითდაჯერებულობას , რაც თქვენს შვილს საშუალებას აძლევს იგრძნოს, რომ აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას.
  3. ის ავითარებს მათ თვითშემეცნების უნარს და სხვების მიმართ მგრძნობელობას, რაც ასწავლის მათ, დაეხმარონ გარშემომყოფებს.
  4. ეს აძლევს მათ რწმენას, რომ ისინი არიან კომპეტენტურები და შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა, რაც მათ აჩვევს გამოწვევებს და მოქნილს ხდის მათ მიმართ. 
  5. ის ავითარებს არაერთ სასიცოცხლო თვისებას , როგორიცაა მოთმინება, კონცენტრაცია, თვითდახმარება, თანამშრომლობა, თვითდისციპლინა და საკუთარი თავის ნდობა
ეს ბავშვებს აძლევს თავისუფლებას, შეიგრძნონ ცხოვრება სრულად და ისწავლონ მისი მრავალი მნიშვნელოვანი გაკვეთილი

რაც ყველაზე მთავარია, ეს მათ აძლევს თავისუფლებას, შეიგრძნონ ცხოვრება სრულად და ისწავლონ მისი მრავალი მნიშვნელოვანი გაკვეთილი. 

ამ პროცესებს ძალიან გაგიმარტივებთ თქვენს შვილთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა როცა ისინი, თქვენს მხარდაჭერას გრძნობენ, არც გამოწვევები აშინებთ, რათა მათი გადალახვა ერთად აუცილებლად შეგიძლიათ.

გააზიარე
X
preloader