აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია დღემდე, სამწუხაროდ, განხილვის საგანს წარმოადგენს. გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ რა არის აუტიზმი და როგორ ხდება მისი გამოვლინება ბავშვებში.

2 აპრილი მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ არის გამოცხადებული. ადამიანების დაახლოებით 1% არის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სამყაროს ოდნავ განსხვავებულად ხედავენ.

აუტიზმი არ არის დაავადება. ეს არის აშლილობა, რომელსაც არ აქვს კონკრეტული გამომწვევი მიზეზები და ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკით მისი მართვა გაცილებით მარტივდება, რაც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

აუტიზმი წარმოადგენს ნეიროგანვითარების დარღვევას, რომელიც თავის ტვინში არსებული ცვლილებებით არის გამოწვეული. აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში ცვლილებები ვითარდება თავის ტვინის განვითარების ძალიან ადრეულ სტადიაზე, ამიტომ დარღვევისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა მაქსიმალურად ვლინდება 18 თვიდან 36 თვემდე.

სიმპტომები ერთიანდება სამ ძირითად ჯგუფად:

გაითვალისწინეთ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანს შესაძლოა არ ჰქონდეს გამოვლენილი ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ან რამდენიმე მახასიათებელი.

აპრილი აქამდე აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების თვედ ითვლებოდა. თუმცა გახშირდა საუბარი, იმაზე, რომ მხოლოდ ცნობადობის ამაღლება არ არის საკმარისი და საჭიროა აპრილის თვე იქცეს აუტიზმის მიმღებლობის თვედ.

კვლევები აჩვენებს, რომ მეტი ცოდნა აუტისტური სპექტრის შესახებ გაცილებით მაღალი ხარისხით უწყობს ხელს/უზრუნველყოფს აუტისტური სპექტრის მქონე პირების მიმღებლობას და ღიაობას გარშემომყოფების მიმართ.

იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხი და მათ ჰქონდეთ საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალება, მნიშვნელოვანია სწავლება და განათლება. შეიძლება ითქვას, რომ ეს თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაც არის.

დღეს ჩვენი მიზანიც ამ პასუხისმგებლობის გაზიარება იყო. გვსურდა, წვლილი შეგვეტანა ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, ჩვენი პლატფორმის საშუალებით. იმედი გვაქვს, რომ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს.

X