ძუძუთი კვება 2 წლამდე ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში – პედიატრიის ამერიკული აკადემია ახალ გაიდლაინებს გვთავაზობს

ძუძუთი კვება 2 წლამდე ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში - პედიატრიის ამერიკული აკადემია ახალ გაიდლაინებს გვთავაზობს

კვირის დასაწყისში, პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ (AAP) გამოაქვეყნა ახალი რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც დედებს ურჩევენ, რომ ძუძუთი კვება ორი წლის განმავლობაში ან უფრო დიდხანს გააგრძელონ. ეს რეკომენდაციები ემთხვევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ოჯახის ექიმების ამერიკული აკადემიისა (AAFP) და კანადის პედიატრიული საზოგადოების მითითებებს.

ძუძუთი კვების ხანგრძლივობა

წინა გაიდლაინებში ნახსენები იყო, რომ ბავშვის ძუძუთი კვება 1 წლის ან უფრო მეტის განმავლობაში კარგი იქნებოდა როგორც ბავშვის, ისე მშობლისთვის, თუმცა კვირის დასაწყისში განახლებული განცხადება 2 წელიწადს ანიჭებს უპირატესობას.

AAP რეკომენდაციას უწევს, რომ დედებმა ჩვილების ძუძუთი კვება მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელონ. 

ექვსი თვის ასაკში მშობლებს შეუძლიათ დამატებითი საკვების შეყვანაც დაიწყონ  დღის რაციონში, თუმცა, ექვს თვემდე შემოღებული დამატებითი საკვები, როგორც ჩანს, არ იძლევა სარგებელს ჩვილის ზრდისთვის. 

სინამდვილეში, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დამატებითი საკვების მიღებამ ოთხ თვემდე, შესაძლოა გაზარდოს ბავშვის ჭარბწონიანობის რისკი. 

ძუძუთი კვება აუმჯობესებს ჩვილის ჯანმრთელობას

დედის რძე უზრუნველყოფს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვილის ზრდას, მათ შორის ენერგია, ცილა, ლაქტოზა და ცხიმი. დედის რძე ასევე შედგება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომარეგულირებელი ბიომოლეკულებისა და ცოცხალი უჯრედებისგან, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვილის იმუნური სისტემის განვითარებას. 

ასევე ნაჩვენებია, რომ ძუძუთი კვება ამცირებს  მძიმე დიარეის, ასთმის, ეგზემის, კრონის დაავადების, წყლულოვანი კოლიტის, 1 და 2 ტიპის დიაბეტის, ლეიკემიის და ჭარბი წონის რისკს ჩვილებში. 

რა სარგებელს იღებს დედა ძუძუთი კვების დროს 

გარდა ჩვილისთვის ნათელი სარგებლისა, არსებობს რამდენიმე უპირატესობა დედებისთვის, რომლებიც თან ახლავს 6 თვეზე მეტხანს ძუძუთი ბავშვის კვებას. მაგალითად, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ძუძუთი კვების სამ წლამდე გახანგრძლივებამ შეიძლება გაზარდოს დედის მიჯაჭვულობა და ერთგვარი უნარი ამოიკითხოს  ჩვილის მითითებები.

რამდენიმე კვლევამ ასევე დაადგინა, რომ 12 თვეზე დიდხანს ძუძუთი კვებამ შეიძლება შეამციროს შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტენზიის, სარძევე ჯირკვლის კიბოს და საკვერცხის კიბოს რისკი დედებში დაახლოებით 30%-მდე.

ფაქტორები, რომლებიც ზღუდავენ ძუძუთი კვების ხანგრძლივობას

დედების დაახლოებით 60% ვერ ახერხებს ძუძუთი კვებას იმდენ ხანს, რამდენიც თავდაპირველად ჰქონდა განზრახული. 

ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც ზღუდავს დედის უნარს გაახანგრძლივოს ძუძუთი კვება: ჩვილის წონა, ეჭვები დედის რძეში შემავალი მედიკამენტების შესახებ, ოჯახის წევრების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა, კულტურულმა ნორმები და ა.შ.

“ბეიბი ლენდის” ვებგვერდზე ძალიან მალე ახალი, სასარგებლო ინფორმაცია განთავსდება ახალი მშობლებისა და ასევე მათთვის, ვინც ახლა ელოდება პატარას. იხილავთ კვლევებზე დაყრნობით შეგროვებულ ინფორმაციას მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომების, გამომწვევი მიზეზებისა და მასთან გამკლავების გზების შესახებ.

გააზიარე
X
preloader