fbpx

მოემზადე საოჯახო ფოტოსესიისთვის – რჩევები “ბეიბი ლენდისგან”

მოემზადე საოჯახო ფოტოსესიისთვის - რჩევები “ბეიბი ლენდისგან”

ზაფხული საუკეთესოა დროა ოჯახური ფოტოსესიის მოსაწყობად. გარეთ კარგი ამინდია, განათება მუდმივად იდეალური და დღის მონაკვეთი გრძელია. ეს ყველაფერი საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ საოჯახო ფოტოსესია, როგორც სტუდიაში, ასევე გარეთ – ბუნებაში. 

ლოკაციის შემდეგ მთავარი საფიქრალი ისაა, რას ჩაიცვამთ ფოტოსესიაზე. კომფორტულად უნდა იყოთ თქვენც და პატარებიც, თორემ მალე მოსწყინდებათ და ამ პროცესისგან სიამოვნებას ვერ მიიღებენ, მაგრამ ფოტოებიც ხომ ლამაზი უნდა გამოვიდეს.

თუ თქვენც დაიბენით, არ ინერვიულოთ. დღეს მოგიყვებით როგორ შეარჩიოთ ტანსაცმელი საოჯახო ფოტოსესიისთვის.

შეუხამეთ ოჯახის წევრების ჩაცმის სტილი ერთმანეთს. 

დღეს მოგიყვებით როგორ შეარჩიოთ ტანსაცმელი საოჯახო ფოტოსესიისთვის.

წინასწარ განსაზღვრეთ ფოტოსესიის მთავარი ფერი და ეცადეთ, რომ ეს ფერი რომელიმე სამოსში ან აქსესუარში მაინც ფიგურირებდეს.

ასევე, თუ გსურთ, რომ ფოტოები მუდმივად მოგწონდეთ, შეარჩიეთ მეტად ყოველდღიური სტილი და არა ზედმეტად განსაკუთრებული. რადგან ტრენდები და თქვენი გემოვნებაც, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში კიდევ ბევრჯერ შეიცვლება.

გაითვალისწინეთ ფერები, რომლებიც საუკეთესოა ფოტოსესიისთვის

უმჯობესია, გამოიყენოთ ნეიტრალური, დახვეწილი ფერები და შეუხამოთ ისინი მონოქრომულად.

მოერიდეთ ისეთ ფერებს, როგორებიცაა მუქი წითელი, მუქი ვარდისფერი ან ნარინჯისფერი. არც ბევრი თეთრი ქსოვილია კარგი გამოსავალი.

ბავშვებისთვის ტანსაცმლის შერჩევისას პრიორიტეტი სიმარტივეა

შემოიტანეთ სიხალისე აქსესუარებით, მაგალითად ფერადი ბანტები თმაზე. ჰალსტუხი პრინტით ან ქუდი. ყველაფერი, რაც ბავშვისთვის ამ პროცესს უფრო საინტერესოს გახდის კარგია.

შემოიტანეთ სიხალისე აქსესუარებით, მაგალითად ფერადი ბანტები თმაზე. ჰალსტუხი პრინტით ან ქუდი. ყველაფერი, რაც ბავშვისთვის ამ პროცესს უფრო საინტერესოს გახდის კარგია.

მოერიდეთ ძალიან მჭიდრო ტანსაცმლის გამოყენებას, რომელიც მათ მოძრაობაში ხელს შეუშლის და ცხელ ამინდში დისკომფორტს შეუქმნის.

თუ ფოტოსესიაზე მიგყავთ პატარები, რომელთაც ეს პროცესი ნამდვილად დაღლით, აუცილებლად იქონიეთ თან მათი საყვარელი სათამაშო.

ჩვენს ვებგვერდზე ნახავთ მაღალი ხარისხის საბავშვო ტანსაცმლის ფართო არჩევანს, რომელთა რიგებში აუცილებლად იპოვით საუკეთესო ვარიანტებს საოჯახო ფოტოსესიისთვის. 

“ბეიბი ლენდი” ყოველდღიურად აახლებს კოლექციას და ზრუნავს თქვენი პატარების კომფორტზე

გააზიარე
X
preloader