fbpx

მოემზადე ზაფხულის არდადეგებისთვის “ბეიბი ლენდთან” ერთად

მოემზადე ზაფხულის არდადეგებისთვის “ბეიბი ლენდთან” ერთად

დროა! დაიწყო ბავშვების საყვარელი დღეები. ეს სტატია იქამდე უნდა წაიკითხოთ, სანამ დასასვენებლად ბავშვის ჩანთას ჩაალაგებთ. მოგიყვებით რა მთავარი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ და როგორ, ბავშვისთვის საზაფხულო ტანსაცმლის შერჩევისას. ასევე ნივთები რომლებიც, არ უნდა დაგავიწყდეთ.

შეგახსენებთ, რომ ახლა “ბეიბი ლენდის” სრულ საზაფხულო კოლექციაზე 70% ფასდაკლებაა.

  1. სიგრილე

ბავშვისთვის სიგრილის შენარჩუნება ზაფხულის ცხელ დღეებში პრიორიტეტია. ამასთან ერთად, თქვენ გჭირდებათ საბავშვო ტანსაცმლის ქსოვილი, რომელიც მარტივად გაირეცხება და იქნება იმდენად ხარისხიანი, რომ რამდენიმე გარეცხვაში არ გაფუჭდეს.

ასეთი ქსოვილი 100% ორგანული ბამბაა. ბავშვს ტანსაცმელში უნარჩუნებს სიგრილეს ხოლო სირბილე, მისი კომფორტის გარანტიაა. 

  1. კომფორტი

ზაფხული ხომ ბევრი სირბილის, წუწაობის და ხალისის სეზონია. ტანსაცმლის შერჩევისას კომფორტის გათვალისწინება მათ დღეებს კიდევ უფრო ბედნიერს გახდის. 

განსაკუთრებით, შარვლების შორტებისა და კაბების შერჩევისას ეცადეთ, შეარჩიოთ დამყოლი ქსოვილი და დააპრიორიტეტოთ პრაქტიკულობა. 

  1. ქუდი

ბავშვობაში რომ გვაშინებდნენ ქუდის გარეშე არ გახვიდე, თორემ მზე დაგარტყამსო დიდი ტყუილიც არ ყოფილა. ამიტომ, ჩანთაში აუცილებლად იქონიეთ ბავშვისთვის საზაფხულო ქუდი. 

ეს შეიძლება იყოს ტრენდული პანამა ან ე.წ. კეპი. მიეცით მათ საშუალება, თავად აირჩიონ რომელი ტიპის ქუდი ურჩევნიათ, რადგან მათთვის ტარება მომაბეზრებელი და შემაწუხებელი არ იყოს.

  1. მზისგან დამცავი

მზისგან დამცავი ის ნივთია, რომელიც ბავშვის ჩანთაში სულ უნდა გქონდეთ. რადგან ხშირად გვიწევს იმ ბრიალა თვალებთან გამკლავება, რომლებიც მზის გულზე ეზოში თამაშს გვთხოვენ.

შეარჩიეთ მზისგან დამცავი მინიმუმ 30 SPF-ით, რაც მეტი უკეთესი და აქციეთ მისი გამოყენება ერთგვარ რიტუალად, რომელსაც ყოველდღე გარეთ გასვლამდე 15 წუთით ადრე გაიმეორებთ.

იმედია, ჩვენი რჩევები სასარგებლო აღმოჩნდა. გამოგვყევით მეტი საინტერესო ამბისთვის და საბავშვო ტანსაცმლის საზაფხულო კოლექციის 70% ფასდაკლებით შესაძენად –  მიჰყევით ბმულს.

გააზიარე
X
preloader