როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის საზაფხულო ფეხსაცმელი?

განვიხილოთ ბავშვის ფეხსაცმლის 2 ტიპი, რომელიც ზაფხულში დაგჭირდებათ

ამინდის ცვლილებასთან და მზიანი დღეების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ბავშვის ტანსაცმლის კარადაც სრულად იცვლება.

მას შემდეგ, რაც გადავაგორეთ ზამთარი და მოულოდნელზე ცივი გაზაფხულიც, დროა, თბილი ფეხსაცმელი კომფორტულმა სანდლებმა ან სპორტულმა ფეხსაცმელმა ჩაანაცვლოს.  

ბავშვისთვის ფეხსაცმლის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გიჩნდებათ, რომლებზე პასუხსაც მალე შეიტყობთ. მაგალითად, რომელია საუკეთესო წყვილი ყოველდღიური აქტივობებისთვის? პარკში სირბილისთვის ან იქნებ აუზზე წასასვლელად? 

კომფორტი და უსაფრთხოება ყოველთვის უპირატესი უნდა იყოს ნებისმიერი ბავშვის ფეხსაცმლის შეძენისას. ამასთან ერთად,  არსებობს რამდენიმე დეტალი, რომლის გათვალისწინებაც ღირს.

ჯერ განვიხილოთ ბავშვის ფეხსაცმლის 2 ტიპი, რომელიც ზაფხულში დაგჭირდებათ.

  • სპორტული ფეხსაცმელი – შესანიშნავია გარეთ სათამაშოდ, სირბილისთვის და ყოველდღიური აქტივობებისთვის.
  • სანდლები –  ფეხების სიგრილის შესანარჩუნებლად ცხელ დღეებში და მარტივი ჩაცმა-გახდისთვის.

რას უნდა მიაქციოთ ბავშვის საზაფხულო ფეხსაცმლის ყიდვისას ყურადღება

რას უნდა მიაქციოთ ბავშვის საზაფხულო ფეხსაცმლის ყიდვისას ყურადღება
  • მორგება და კომფორტი: ამერიკული პედიატრიული სამედიცინო ასოციაცია (APMA) ამბობს, რომ  ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს კომფორტული (ზომაში გაწევის, ხმარების განმავლობაში მორგების და მსგავსი პროცესების გარეშე). დარწმუნდით, რომ ფეხსაცმელი ფართო და საკმარისად დიდი ზომისაა, რომ თქვენი პატარას ფეხები თავისუფლად მოთავსდეს.
  • უსაფრთხოება და ასაკი: ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც ახალი დაწყებული აქვთ სიარული ყურადღება გაამახვილეთ კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. პედიატრიის ამერიკული აკადემია (AAP) რეკომენდაციას უწევს მოქნილ, დახურულ, კომფორტულ ფეხსაცმელს მოცურების საწინააღმდეგო ძირებით. 
  • სტილი: ისევე, როგორც თქვენ, პატარა ბავშვებსაც უყვართ ფეხსაცმელი, რომელიც, მათი აზრით, მოდური და მაგარია. ზოგიერთი მახასიათებელი გამო, როგორიცაა ნათელი, თამამი ფერები, პატარა აღფრთოვანებული იქნება მათი ტარებით.
  • მასალა: ზაფხულისთვის ფეხსაცმელში ფეხებმა უნდა ისუნთქოს. ამიტომ შეარჩიეთ სუნთქვადი ქსოვილები ან დიზაინი, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის ნაკადის მოძრაობას. ასე დაეხმარება თქვენს შვილს სიგრილის შენარჩუნებაში და თავიდან აირიდებთ გართულებებს.
  • გამძლეობა: ზოგიერთი სტილის ფეხსაცმელი შეიძლება ჩააგდოთ სარეცხ მანქანაში ან უბრალოდ, ერთი ხელის გადასმით გაასუფთაოთ. ეს უზარმაზარი ბონუსი იქნება ყოველდღიურობისთვის და დაგიზოგავთ ბევრ დროს.
  • მოცურების საწინააღმდეგო ძირები: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, AAP გირჩევთ მოძებნოთ ფეხსაცმელი მოცურების საწინააღმდეგო ძირებით აქტიური პატარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება ზაფხულის თვეებში, როდესაც პატარები ბევრს დარბიან და ხშირად წყლითაც იგრილებენ თავს.

ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ პატარას ზაფხულის დაუვიწყარი მოგონებების შექმნაში დაეხმაროთ.

გააზიარე
X