fbpx

წესები და პირობები

მოხმარების წესებივებ გვერდის მოხმარების წესები და შეთანხმება.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება  *ბეიბი ლენდი”-ს ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე, ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს :

    1. გამოყენებული ტერმინები

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

    1. ბეიბი ლენდი– შპს “ბეიბი ლენდი”;
    1. ბეიბი ლენდის ვებ-გვერდი” – შპს “ბეიბი ლენდის“-საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ მისამართია – babyclothes.storeდა მისი ყველა ქვეგვერდი;
    1. ინტერნეტ მაღაზია” – ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს შპს “ბეიბი ლენდი“-ს საკუთრებას და რომლის ელექტრონული მისამართიც მითითებულია მეორე პუნქტში;
    1. საქონელი“, “პროდუქტი“, “პროდუქცია” – ბეიბი ლენდისვებ გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი;
    1. ინტერნეტ ბრაუზერი” – HTTP კლიენტი, ანუ პროგრამული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია ვებ-სერვერებზე ან ფაილურ სისტემებში არსებული ჰიპერტექსტური მარკირების ენაზე შედგენილი დოკუმენტებიდან და სხვა მედია საშუალებებიდან;
    1. cookies” – ელექტრონული იდენტიფიკატორები, რომელსაც “ბეიბი ლენდი” იყენებს იმისათვის, რომ “ბეიბი ლენდი” ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია გაუვლელ პირს მისცეს ზოგიერთი სერვისით სარგებლობის ტექნიკური საშუალება;

ინტერნეტ ბრაუზერის მწარმოებლის ვებ გვერდზე, როგორც წესი, მოიპოვება ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გათიშოთ “cookies”-ები თქვენს ინტერნეტ მკვლევარში, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებით, რომელიც კომფორტულს ხდის ჩვენთან ურთიერთობას, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა – მუდამ გქონდეთ ჩართული ეს ფუნქცია როდესაც ეწვევით ჩვენს ვებ გვერდს;

    1. სტუმარი” – პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის ბეიბი ლენდისვებ-გვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.
    1. ავტორიზაცია” – ბეიბი ლენდისვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი ბეიბი ლენდის ვებ-გვერდზე, დააგროვოს ქულები და მიიღოს შესაბამისი ქეშბექი. შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს, დაამატოს ახალი, გააუქმოს ან წაშალოს საკუთარი პროფილიდან ინფორმაცია ან წაშალოს მთლიანად საკუთარი პროფილი;
    1. მომხმარებლის გვერდი“- ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ მიცემულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;
    1. ავტორიზაციის გავლა” – პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და გასაღების ბეიბი ლენდისვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით;
    1. რეგისტრაცია” – პირის მიერ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით ბეიბი ლენდისვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც პირის მიერ გულისხმობს მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და ვირტუალური გასაღების შექმნას და აძლევს პირს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის საშუალებას;
    1. პერსონალური ინფორმაცია” – ინფორმაცია, რომელიც განსაღვრულია, როგორც – “პერსონალური მონაცემი” “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს” კანონით;
    1. პროფილი” – მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია.
    1. ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ” – ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს შპს “ბეიბი ლენდი” ბეიბი ლენდის ვებ-გერდის მომხმარებლების და დამთვალიერებლების შესახებ;
    1. მომხმარებელი” – პირი, რომელსაც გავლილი აქვს რეგისტრაცია ბეიბი ლენდისვებ-გვერდზე;
    1. ვირტუალური გასაღები” – სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს ბეიბი ლენდისვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან;
    1. მომხმარებლის სახელი” – პირის უნიკლაური ვირტუალური სახელი, რომელსაც პირი ირჩევს ბეიბი ლენდისვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, რათა მოხდეს მისი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება ბეიბი ლენდის მიერ;
    1. სპამი” – პოსტი, რომელიც შეიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეკლამას; ბმულს მავნე ვებ-გვერდზე; უცენზურო ან შეურაცხმყოფელ გამოთქმას; ბეიბი ლენდისვებ-გვერდთან ირელევანტურ შინაარსს ან გენერირებულ ტექსტს.
    1. ვირუსი” – მავნე პროგრამული უზრუნვეყლოფა;
    1. ქარხნული შეფუთვა” – შეფუთვა რომლითაც შეკვეთის მიმცემი პირი პროდქუციას მიიღებს შპს “ბეიბი ლენდი“-სგან, გარდა სატრანსპორტო კომპანიის კონვერტისა (ან სხვა შეფუთვა პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით), იმ შემთხვევაში თუ შეფუთვას გააჩნია მისი დაზიენბის გარეშე გახსნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ან საშუალება, დაზიანებულ შეფუთვად ჩაითვლება გახეული, გაჭრილი ან სხვა გზით მთლიანობადარღვეული შეფუთვა;
    1. სასაქონლო სახე” – მწარმოებლის მიერ პროდუქტის გამოშვების მომენტში არსებული ვიზუალური და ფიზიკური მდოგომარებობა, როდესაც პროდუქტი მიმზიდველია მყიდველისათვის;
    1. სატრანსპორტო კომპანია” – კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ბეიბი ლენდისსაიტზე შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირებას მომხმარებლამდე და პასუხისმგებელია პროდუქციის დროულად მიწოდებაზე ქარხნული შეფუთვისა და სასაქონლო სახის დაცვით;
    1. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება

როდესაც ანთავსებთ ჩვენს ვებ გვერდზე შეკვეთას, ან გვიგზავნით შეტყობინებას, კომპანიასა და თქვენს შორის ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაცია, შესაბამისად შპს “ბეიბი ლენდი” თქვენს დასმულ შეკითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან თქვენს ელ. ფოსტაზე მოწერის გზით, ან/და შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის (პასუხის) გამოქვეყნებით. აქედან გამომდინარე ჩვენთან ურთიერთობის დაჭერის დროს თქვენ ეთანხმებით, რომ ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და თქვენს შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა და ორივე მხარეს აქვს უფლება იგი გამოიყენოს, როგორც ოფიციალური მიმოწერა მხარეებს შორის.

    1. საავტორო უფლებები

ბეიბი ლენდის” ელექტრონული მაღაზიის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი ნაწარმი არის შპს “ბეიბი ლენდი“-ს ან ამ ნაწარმის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

    1. სავაჭრო ნიშნები

ბეიბი ლენდის ლოგოტიპი და იგივე ლოგოტიპი გამოსახული წარწერა Babyland-თან ერთად (სხვა ლოგოტიპები და თავად ინტერნეტ მისამართი) არის შპს “ბეიბი ლენდი“-ს სავაჭრო ნიშანი და საკუთრება, რომლის გამოყენება სხვა პროდუქტებთან მიმართებაში ან რეალიზაციისთვის, მისი გამოყენება სხვა კომპანიის მიერ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებელთა გზის აბნევა, ან მისი დისკრიმინაცია აკრძალულია. ყველა სხვა ლოგოტიპი რომელიც გამოყენებულია ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე და არ წარმოადგენს შპს “ბეიბი ლენდი“-ს საკუთრებას არის მისი მფლობელების საკუთრება.

    1. მომხმარებლის გვერდი

თუ თქვენ იყენებთ, ბეიბი ლენდის ინტერნეტ მაღაზიას და დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე, მაშინ თქვენ გაქვთ ვირტუალური გასაღები თქვენ გვერდთან წვდომისათვის, აღნიშნული გასაღების დაცვა მესამე პირებზე გავრცელებისგან თქვენი ვალდებულებაა.

    1. არასრულწლოვანი მყიდველი

შპს “ბეიბი ლენდი” არ ახორიციელებს პროდუქციის რეალიზაციას ბავშვებზე, არასრულწლოვნების შემთხვევაში პროდუქციის შეკვეთა უნდა მოხდეს უფროსებთან შეთანხმებით. შპს “ბეიბი ლენდი” იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

    1. მიმოხლვა, კომენტარების დატოვება, კომუნიკაცია და სხვა შიგთავსი

მომხმარებლებსა და დამთვარიელებლებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები, განიხილონ პროდუქცია, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, იდეები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია თუ ასეთი ქმედება არ არის აკრძალული კანონით, დამამცირებელი, გამაღიზიანებელი, წამქეზებელი, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ამსახველი ან თუ არ არის რაიმე სხვა არამართლზომიერი გზით მესამე პირისთვის ზიანის მიმტანი ან ვირუსის, პოლიტიკური კამპანიის, რეკლამის შემცველი ან რაიმე სხვა სახის “სპამი”-ს შემცველი. მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს სხვა პირის ელექტრონული ფოსტის (ან სხვა) მისამართი და იმოქმედოს სხვა პირის სახელით, ხოლო შპს “ბეიბი ლენდი“-ს აქვს უფლება (და არა ვალდებულება) მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წესის უგულვებელყოფის შემთხევაში აღკვეთოს ასეთი ქმედება (წაშალოს მის მიერ წესების დარღვევით გამოქვეყნებული ინფორმაცია, გაუუქმოს მომხმარებელს ელექტრონული გასაღები ან სხვა.). ბეიბი ლენდი ვებ-გბერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კანონთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არის ამ ინფორმაციის ავტორი. ინფორმაციის გამოქვეყნებით პირი აძლევს უფლებას შპს “ბეიბი ლენდი“-ს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია. ამავე დროს, მესამე პირისათვის ამგვარი გამოქვეყნებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აღნისნული ინფორმაციის ავტორს.

    1. პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

ბეიბი ლენდის ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას თქვენ ირჩევთ გადამზიდავ კომპანიას, რომელიც ახდენს თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე, შპს “ბეიბი ლენდი“-ს პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის სატრანსპორტო კომპანიაზე გადაცემისას და ეს პასუხისმგებლობა გადადის გადამზიდავ კომპანიაზე. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს სატრანსორტო კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს “ბეიბი ლენდის“-ს შემდეგ ელ. ფოსტაზე:babylandtbilisi@gmail.com , გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში შპს “ბეიბი ლენდი” არ არის ვალდებული განიხილოს წარმოქმინილი პრეტენზიები. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე, თუმცა ჩვენ არ გვსურს პასუხისმგებლობა ავიღოთ შუამავალი კომპანიების შეცდომებსა და შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე, ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის შეფუთვა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ სატრანსპორტო აგენტის შესაბამის დოკუმანტაციაზე. გზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში მომხარებელს უფლება აქვს სატრანსოპრტო კომპანიისგან არ ჩაიბაროს გზავნილი ან სატრანსპორტო აგენტთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების ქვითარზე. დაუზიენებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში გთხოვთ გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: BABYLANDTBILISI@GMAIL.COM

    1. საქონლის და თანხის უკან დაბრუნება

გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლისათვის მიწოდებული საქონელი განსხვავდება მის მიერ შეკვეთილი საქონლისგან და არ არის დარღვეული მისი ქარხნული შეფუთვა ან სასაქონლო სახე. ამ შემთხვევაში შპს “ბეიბი ლენდის“-ს მას შემდეგ რაც დაიბრუნებს საქონელს და მოახდენს მის დათვალიერებას დაზიანებაზე, დააბრუნებს თანხას იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ანგარისშწორება.

    1. საქონლის გამოცვლა

ჩვენ ვითვალისწინებთ ინტერნეტ გაყიდვების სპეციფიკასა და მომხამრებლის რისკებს, რის გამოც მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას 15 დღის განმავლობაში გამოცვალონ შეძენილი პროდუქცია ზომაში, იმ შემთხვევაში თუ მოცემული პროდუქციის ზომა არ აღმოჩნდება შპს “ბეიბი ლენდის“-ს საწყობში, მაშინ ჩვენ დავიბრუნებთ პროდუქტს და შესაბამის თანხას დავუბრუნებთ მომხმარებელს. პროდუქციის ზომაში გამოცვლა ან დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია არ იქნება ქარნულ შეფუთვაში ან დაკარგული ექნება სასაქონლო სახე.

    1. პროდუქციის აღწერილობა

არასწორი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნბობოთ ამის შესახებ შემდეგ ელ. ფოსტაზე: BABYLENDTBILISI@GMAIL.COM, თან აუცილებლად მიუთითეთ პროდუქტის ბარ-კოდი და უზუსტობის შინაარსი. ზემოთმითითებული უზუსტობის შედეგად შეძენილი პროდუქციის დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ იქინება დარღვეული პროდუქციის ქარხნული შეფუთვა და სასაქონლო სახე.

    1. პროდუქციის ღირებულება

ჩვენს ვებ გვერდზე მოცემული ფასები შეიცავენ პროდუქციის ღირებულებასა და საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. თუ შეცდომა პროდუქტის ფასში მომხმარებლისთვის აუარესებს შეძენის პირობებს, ჩვენ შეგითანხმებთ ამგვარ შემთხვევას და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევასრულებთ თქვენს შეკვეთას, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში თქვენი შეკვეთა გაუქმდება. როგორც წესი ჩვენ თქვენი ბარათიდან თანხას არ ვჭრით მანამ სანამ თქვენი შეკვეთა არ გადაეცემა სატრანსპორტო კომპანიას, ანუ მანამ სანამ თქვენი შეკვეთა არ შესრულდება.

    1. სხვა კომპანიების პროდუქცია

ბეიბი მოლი თვითონ წარმოადგენს ამერიკულ და ევროპულ ბრენდებს და არის მათი კანონიერი, ოფიციალური და/ან ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. შესაძლებელია, რომ ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილი ზოგიერთი პროდუქტი იყოს სხვა კომპანიის მიერ შემოთავაზებული (ამ შემთხვევაში პროდუქტის დეტალურ აღწერილობაში იქნება შესაბამისი მითითება). ბეიბი მოლი არ იღებს პასუხისმგებლობას სხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებულ პროდუქციაზე და აგრეთვე ასეთ პროდუქციაზე შეიძლება არ ვრცელდებოდეს შპს “ბეიბი ლენდის” დაბრუნების, გამოცვლისა და დაზიანებული პროდუქციის უკან მიღების (თუ სხვა) პირობები. ამიტომ, თუ ასეთი პროდუქციის შეძენას გადაწყვეტთ, ყურადღებით წაიკითხეთ გამყიდველი კომპანიის მიერ დაწესებული პირობები, ჩვენ ჩვენის მხრივ გავაკეთებთ თვალსაჩინო აღნიშვნას პროდუქციის დეტალურ აღწერილობაში, როდესაც მესამე პირის მიერ შემოთავაზებულ პროდუქციაზე პირობები განსხვავდება “ბეიბი მოლის” სტანდარტული პირობებისგან.

    1. შეზღუდული პასუხისმგებლობა

შპს “ბეიბი ლენდი“-ს ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილია “ისეთი როგორიც არის” და “ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი” პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. შპს “ბეიბი ლენდო” არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.

    1. მარეგულირებელი კანონმდებლობა

ბეიბი ლენდის” ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ნებისმიერი დავა რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და შპს “ბეიბი ლენდი“-ს შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კონონმდებლობით.

    1. ოფიციალური მიმართვა შპს “ბეიბი ლენდი“-ს

შპს “ბეიბი ლენდი“-ს ოფიციალური მიმართვები და წერილები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება ნებისმიერ ფილიალში და ჩაიბარებს პასუხისმგებელი პირი ან იურიდიულ მისამართზე:თბილისი.სულხან ცინცაძის #1

    1. პესონალური ინფორმაცია

შპს “ბეიბი ლენდი” თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვიყენებთ ინტერნეტ მაღაზიის წარმატებული მუშაობისა და თქვენი ეფექტური მომსახურებისთვის: ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია გვეხმარება მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ ჩვენი მომსახურება, ქვემოთ მოცემულია ინფორმაციის ტიპები რომელსაც ჩვენ ვიყენებთ:

    • ინფორმაცია რომელსაც გვაწვდით თავად – ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ინტერნეტ მაღაზიაში ან სხვა საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ ესა თუ ის ინფორმაცია, თუმცა ამ შემთხვევაში ვერ ისარგებლებთ იმ უპირატესობებით რომელი უპირატესობების სარგებლობისათვის აუცილებელია ესა თუ ის ინფორმაცია, მაგალითად თუ არ გვეცოდინება თქვენი მისამართი ვერ დავითვლით ტრანსპორტირების ფასს შეკვეთის გაფორმებამდე და მისამართის შესახებ ინფორმაციის მოწოდებამდე.
    • ავტომატურად მოწოდებული ინფორმაცია – ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას როგორიცაა “cookies”-ს.
    • მობილურის შემთხვევაში – მაშინ როდესაც თქვენ იყენებთ შპს “ბეიბი ლენდი“-ს მობილურ აპლიკაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩვენ შეიძლება მივიღოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენ ადგილმდებარეობისა და თქვენი მოწყობილობის უნიკალური ნომრის (EMEI, MAC Address და სხვა) შესახებ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენთვის ადგილმდებარობის შესაბამისი მომსახურების მოწოდებისათვის.
    • ელექტრონული ფოსტა – ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, ჩვენ ხშირად ვიღებთ დადასტურებას იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი წერილი და გაეცანით მას.
    • სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია – ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ სხვა წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია ჩავამატოთ თქვენ შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად თუ თქვენ გამოიყენებთ FaceBook-ით ავტორიზაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ავტომატურად ავიღოთ FaceBook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცია თქვენს შესახებ.
    1. აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე

მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, „ბეიბი მოლი” სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში ბეიბი მოლი, აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (ტვირთის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი) აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.

    • პრომო აქციები – ხანდახან ჩვენს მომხმარებლებს ვუგზავნით სხვა კომპანიების პრომო აქციების შესახებ ინფორმაციას. როდესაც ასე ვიქცევით ჩვენ არ გადავცემთ მესამე კომპანიას ინფორმაციას თქვენს შესახებ, არამედ ჩვენთვითონ ვახდენთ მათთვის სასურველი ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებას.
    • ბიზნესის განვითარება – ჩვენი კომპანია მუდმივად განვითარებადი კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ შეიძლება წამოვიწყოთ ახალი სახის საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენს შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჩვენი ახალი ბიზნესის ინტერესებისათვის.
    • თქვენი ნებართვით – თუ ჩვენ განვიზრახავთ თქვენს შესახებ ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემას (გარდა ზემოთაღნიშნული შემთხვევებისა) ამის შესახებ ჩვენ წერილობით გაცნობებთ და მხოლოდ თქვენი დასტურის მიღების შემდეგ გადავცემთ ინფორმაციას მესამე პირს.
    1. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მომხმარებლის ნებართვით

ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.

    1. მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე

თქვენ ხართ პასუხიმგებელი თქვენს კომპიუტერთან და თქვენს კოდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე, ყოველთვის გამოიყენეთ „გასვლა”-ის ფუნქცია როდესაც ტოვებთ კომპიუტერს ყურადღების მიღმა.

    1. მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან

მომხმარებელს წვდომა აქვს ბეიბი ლენდის ვებ-გვერდზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან თითქმის ყველა მონაცემთან და ყველა მონაცემთან, რომელიც ბეიბი ლენდის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ ბები მოლის ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.

    1. მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები

ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ჩვენს სტანდარტულ პირობებში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდაულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.

    1. შეთანხმების მოქმედება და ცვლილებების შეტანის წესი

წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს პირის მიერ “ბეიბი ლენდის” ვებ-გვერდით სარგებლობისას, აგრეთვე, ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობის დროს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერტობის მოწესრიგების დროს. წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს “ბეიბი ლენდის” მიერ მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს, მოხდება რაიმე ცვლილება, ნამდვილი იქნება ის წესი, რომელიც ამ შეთანხმებით დადგენილი იყო კონკრეტული პროდუქტის შეძენის მიზნით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობის მომენტში და იმოქმედებს ამ სამართლებრივი ურთიერთობის დამთავრებამდე. წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილში შესული ცვლილებები იმოქმედებს “ბეიბი ლენდის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს და მის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან სხვა სახით ეცნობება ყველა მომხმარებელს.

    1. მომხმარებლის გვერდის წაშლა

მომხმარებლის მიერ საკუთარი პროფილის წაშლის შემთხვევაში, ძალაში რჩება წინამდებარე შეთანხმება იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ის ეხება პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული როგორც მომხმარებელი ინტერნეტმაღაზიის ვებ-გვერდზე. ძალაში რჩება, ასევე, მომხმარებლის მიერ მიცემული შეკვეთის შედეგად არსებული მხარეთა უფლება-მოვალეობანი, თუ ის პროფილის წაშლის მომენტში არ იყო შესრულებული. უცვლელი რჩება “ბეიბი ლენდის” ვალდებულება მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

    1. მიწოდებისა და მიტანის პირობები

თუ ჩვენს სისტემაში თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი ჩაბარებულია და თქვენ არ მიგიღიათ გზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: BABYLANDTBILISI@GMAIL.COM ან გამოიყენოთ ჩვენს ვებ გვერდზე შეკვეთის გვერდზე არსებული ღილაკი (გზავნილი არ მიმიღია) და შეავსოთ შესაბამისი ფორმა. ასევე გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს მიერ არჩეულ გადამზიდავ კომპანიას, აცნობოთ თქვენი გზავნილის ნომერი და მიაწოდოთ ინფორმაცია უზუსტობის შესახებ. ასეთი უზუსტობები როგორც წესი ჩვენი კომპანიის ბრალეულობით არ არის გამოწვეული, ამიტომ სატრანსპორტო კომპანიაზე მიმართვით შეიძლება თქვენი პრობლემა უფრო სწარფად გადაიჭრას, თუმცა უმორჩილესად გთხოვთ ყოველთვის გვაცნობოთ ასეთი ფაქტების შესახებ, რათა ჩვენი მხირდან მოვახდინოთ რეაგირება ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან.

    1. მიწოდების ფასები და პერიოდი

მომხმარებელთა მომსახურების გაადვილების მიზნით მიწოდების ფასისა და ვადის ანგარიში ხორციელდება უშუალოდ შეკვეთის მომენტში და იგი განსხვავებულია და დამოკიდებულია შეკვეთის ოდენობასა და შეკვეთის მიმცემი პირის. ძირითად შემთხვევებში თბილისის მასშტაბით შეკვეთის მიტანა ხდება შეკვეთის დღეს ან მომდევნო დღეს (15:00 საათამდე შეკვეთები ბარდება იმავე დღეს 15:00 ის შემდეგ შეკვეთები მომდევნო დღეს)  თბილისის მასშტაბით გვაქვს საკურიერო მომსახურება და ღირს 5 ლარი, რეგიონებში ვაგზავნით საქართველოს ფოსტით ღირებულება დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე,შეკვეთის დროს დაგიანგარიშდებათ მიტანის ღირებულება კალათაში.

0
    0
    კალათა ცარიელია
      ტრანსპორტირების გამოთვლა
      შეიყვანე პრომო კოდი